logo
Loading data...

"არზაკში" ჩვენი ღვინოებით ის კატეგორია ინტერესდება, ვისაც ქართული ღვინო საერთოდ არ აქვს გასინჯული - "მეღვინეობა ჩელთი"

"არზაკში" ჩვენი ღვინოებით ის კატეგორია ინტერესდება, ვისაც ქართული ღვინო საერთოდ არ აქვს გასინჯული - "მეღვინეობა ჩელთი"

1718368260

ესპანეთში, მიშლენის სამ ვარსკვლავიან რესტორან  „არზაკში“ „მეღვინეობა ჩელთის“ მიერ წარმოებული ღვნოებიდან ყველაზე მოთხოვნადი საფერავი და თეთრი ქვევრის ღვინოა.

კომპანიის კომერციულ დირექტორ ანა მირიანაშვილ აცხადებს, რომ „არზაკში“ „მეღვინეობა ჩელთის“ ღვინით ის კატეგორია  ინტერესდება, ვისაც ქართული ღვინო საერთოდ არ აქვს გასინჯული.

„ესპანეთში, „არზაკში“ შესულ მომხმარებელს აინტერესებს როგორია იმ ქვეყანაში წარმოებული ღვინო, რომელიც ღვინის სამშობლოს (აკვნად)  სტატუსს ატარებს,“-აცხადებს ანა მირიანაშვილი.

შეგახსენებთ, ქართული ღვინო ესპანეთში მიშლენის სამ ვარსკვლავიანი რესტორნის მენიუში პირველად  2021 წელს შევიდა. შესაბამისად, „არზაკში“ „ჩელთის“ ქართული ღვინოები უკვე მესამე წელია იყიდება.

რესტორანი „არზაკი“ ესპანეთის ბასკეთის რეგიონის ქალაქ სან სებასტიანში მდებარეობს და მისი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული არზაკების ოჯახთან. რესტორნის მფლობელია მსოფლიო ქალთა შორის საუკეთესო მზარეულის ტიტულის მქონე ელენა არზაკი. რესტორნის შენობა აშენდა 1897 წელს. 1989 წელს კი მიშლენის მესამე ვარსკვლავი მიენიჭა.

რაც შეეხება „მეღვინეობა ჩელთის“, კომპანია ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე მეღვინეობა „ჩელთის“ ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.

ღვინის ქარხანა წელიწადში 400 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. 15 სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.

კომპანიას წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე, დაახლოებით 30 ქვეყანაში გააქვს, მათ შორის: ამერიკა, იაპონია, ჩინეთი, გერმანია და ა.შ.

სოფო ქსოვრელი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით