logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ასეთ აქტიურ მოთხოვნას არ ველოდით - ვფიქრობთ, წელს გაორმაგებული გაყიდვებით დავხურავთ" - SpaceBox

პირველ კვირაში ასეთ აქტიურ გაყიდვებს არ ველოდით და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ წელს გაორმაგებული გაყიდვების მაჩვენებლით დავხურავთ, - ამის შესახებ Spacebox-ის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა ანუკა კაკაბაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წელს, შეკვეთების კუთხით კორპორატიული მომხმარებლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

"წლის დასაწყისი, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საუკეთესო არ იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ დასასრული საუკეთესო იქნება. დეკემბრის პირველივე კვირაში ჩვენი ახალი შოკოლადის ბოქსი უკვე სრულად გაიყიდა და მარაგების შევსება მოგვიწია. პირველ კვირაში ასეთ აქტიურ გაყიდვებს არ ველოდით და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ წლის დასასრული ძალიან კარგი გველოდება. წინა წლის დეკემბერი იმდენად რთული იყო, რომ მიმდინარე წლის მაჩვენებლებს ვერც კი შევადარებთ.  

კორპორატიულმა მომხმარებლებმა საკმაოდ ადრე დაიწყეს შეკვეთების განთავსება და ამ კუთხით აქტიურად ვმუშაობთ. დეკემბრისთვის 2 ახალი ბოქსი ჩავუშვით გაყიდვაში - ერთი არის "კოსმოსური სანტა" და მეორე არის "საშობაო ნაძვის ხის ბოქსი". "კოსმოსურმა სანტამ" დიდი მოწონება დაიმსახურა მომხმარებლებში და ამწუთას, ბესტსელერი ბოქსია", - აცხადებს ანუკა კაკაბაძე.

ცნობისთვის, ხელნაკეთი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Spacebox-ი თბილისში მდებარეობს და პროდუქციის რეალიზაცია 100%-ით ონლაინ პლატფორმების საშუალებით ხდება.  

გამოგვყევით