logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ჩაის კომპანია "ოკრიბამ" მწვანე ჩაის წარმოება დაიწყო

ქართული ჩაის კომპანია "ოკრიბამ" მწვანე ჩაის წარმოება დაიწყო. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელმა ლადო ძნელაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია 6 სახეობის პრემიუმ ხარისხის ჩაის აწარმოებს.

დავიწყეთ მწვანე ჩაის წარმოებაც. HORECA-ს სექტორშიც შევიტანეთ, ვართ რესტორნებში და სასტუმროებში, მათ შორის, „წისქვილში“ და „პური გულიანის“ ქსელში. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია იყიდება მსხვილ სავაჭრო ქსელებში, როგორიცაა: „აგრო ჰაბი“, „გუდვილი“ და ა.შ. რაც შეეხება ექსპორტს - დაახლოებით, 2 წელია, რაც გერმანიაში ონლაინ ვყიდით პროდუქციას“, - განაცხადა ლადო ძნელაძემ.

გარდა ამისა, როგორც ლადო ძნელაძე აღნიშნავს, კომპანიამ სატესტო რეჟიმში ჩირის წარმოებაც დაიწყო. მისი ინფორმაციით,  ამ მიმართულებით სხვა კომპანიებთან პარტნიორობა იგეგმება.

ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტს ვიღებთ. ველოდებით შეკვეთებს.  ვგეგმავთ პარტნიორობას კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ მოთხოვნა და ყიდიან ჩირს. პირველ ეტაპზე ჩვენ ამ კომპანიებს დავუმზადებთ აღნიშნულ პროდუქტს  და შემდეგ, რომ მოვძლიერდებით შევალთ ბაზარზე“, - აღნიშნა ძნელაძემ.

შეგახსენებთ, ორგანული ჩაის მწარმოებელი კომპანია „ოკრიბას“ საკუთრებაშია ტყიბულის მუნიციპალიტეტში (სოფელი ბუათი, ცუცხავთი) 50 ჰა ჩაის პლანტაცია და  სოფელ საძირეში ჩაის და ხილის გადამამუშავებელი საწარმო.

გამოგვყევით