2025 წლის ივნისის თვეში დედაქალაქის მასშტაბით, ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა (669) და სამგორში (511) გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Galt & Taggart აქვეყნებს.
დედაქალაქის მასშტაბით, გაყიდული ბინების რაოდენობა უბნების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
- დიდი დიღომი
გაყიდვების რაოდენობა - 669 ბინა, საშუალო ფასი - 1,071 $ / მ2
- სამგორი
გაყიდვების რაოდენობა - 511 ბინა , საშუალო ფასი - 1,077 $ / მ2
- საბურთალო
გაყიდვების რაოდენობა - 501 ბინა, საშუალო ფასი - 1,557 $ / მ2
- გლდანი
გაყიდვების რაოდენობა - 324 ბინა, საშუალო ფასი - 1,036 $ / მ2
- კრწანისი
გაყიდვების რაოდენობა - 264 ბინა, საშუალო ფასი - 1,522 $ / მ2
- ნაძალადევი
გაყიდვების რაოდენობა - 260 ბინა, საშუალო ფასი - 1,172 $ / მ2
- ისანი
გაყიდვების რაოდენობა - 249 ბინა, საშუალო ფასი - 1,365 $ / მ2
- დიდუბე
გაყიდვების რაოდენობა - 202 ბინა , საშუალო ფასი - 1,410 $ / მ2
- ჩუღურეთი
გაყიდვების რაოდენობა - 106 ბინა, საშუალო ფასი - 1,754 $ / მ2
- ვაკე
გაყიდვების რაოდენობა - 99 ბინა , საშუალო ფასი - 2,467 $ / მ2
- მთაწმინდა
გაყიდვების რაოდენობა - 52 ბინა, საშუალო ფასი - 2,964 $ / მ2
- ვაშლიჯვარი
გაყიდვების რაოდენობა - 29 ბინა , საშუალო ფასი - 1,015 $ / მ2
Galt & Taggart -ის მიხედვით, 2025 წლის ივნისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,266 შეადგინა, აქედანმ მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 17.1%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურად 2025 წლის 6 თვეში გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 2.6%-ითაა შემცირებული. რაც შეეხება პირველად ბაზარზე გაყიდვებს, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ჯამურად 2025 წლის 6 თვეში წლიურად 6.1%-ით არის გაზრდილი.