logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ეკონომიკას სტაბილურობა სჭირდება, სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს" - ზურაბ ჩხაიძე

სტაბილურობა სჭირდება თქვენ, ჩვენ და ზოგადად ეკონომიკას და სტაბილურად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, - ამის შესახებ "კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფის" დამფუძნებელმა  ზურაბ ჩხაიძემ პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, შეხვედრაზე გამოითქვა აზრი, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ბიზნესები ბიზნესის სხვა წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"საუბარი გვქონდა არსებულ ვითარებაზე, ბიზნესზე და ზოგადად სახელმწიფოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ცოტა დაძაბული ვითარებაა გაისმა როგორც კრიტიკული აზრი, ასევე აზრი, რომელიც გააჩნია ბიზნესს.

გამოითქვა აზრი, რომ კრიტიკულად მოაზროვნე ბიზნესის მხარე შეხვდება ბიზნესს, რომელიც ფიქრობს, როგორი იქნება ქვეყნის განვითარება, ანუ ბიზნესი ბიზნესს შეხვდება", - აღნიშნა ზურა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძე დღეს, 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა და მათი პოზიცია მოისმინა. 

გამოგვყევით