logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ფხოველი" შემოდგომაზე სტენდის გახსნას გეგმავს

შარფების მწარმოებელი კომპანია „ფხოველი“ შემოდგომაზე სტენდის გახსნას თბილისში გეგმავს. ამის შესახებ “ფხოველის” დამფუძნებელმა ნინო სხირტლაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა 40%-ით გაიზარდა და შესაბამისად, საჭირო გახდა მაღაზიის ან სტენდის გახსნა. მომხმარებელი ითხოვს, რომ პროდუქტის ვიზუალურად ნახვის შესაძლებლობა ჰქონდეს. გარდა ამისა, ტურისტებისთვის ჩვენი პროდუქტი პოპულარული გახდა. სტენდი ტურისტულ ზონაში, სატესტო რეჟიმში გაიხსნება და თუ გაამართლა, შემდეგ ბრენდული მაღაზიის გახსნაზეც ვიფიქრებთ. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ, თხელ და სქელ აბრეშუმის შარფებს. მოთხოვნა არის არამხოლოდ საქართველოდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც. შეკვეთა გვაქვს ამერიკიდან და ასევე, ევროპის ქვეყნებიდან.

გარდა ამისა,  ვცდილობ, რომ ფასი არ გავზარდო და შარფების ღირებულება ისევ 55 -300 ლარის ფარგლებშია. ყველაზე პოპულარულია თემატური შარფები. სეზონურად იცვლება თემატიკა, ახლო მომავალში იასამნის შარფებს გამოვიტანთ გასაყიდად”, - განაცხადა ნინო სხირტლაძემ.

რაც შეეხება ექსპორტს - კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ექსპორტზე გასვლა წარმოების გაზრდის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, "ფხოველი" საქართველოს ბაზარზე 2018 წელს დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ საჭირო ნედლეულის შეძენა  საზღვარგარეთ, ძირითადად, იტალიასა და ბულგარეთში ხდება.

გამოგვყევით