logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

G-HOME მიმდინარე წელს, ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს

G-HOME მიმდინარე წელს, ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ კომპანია G-HOME-ის მრჩეველმა მეჰმედ მელექმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით კონკრეტული ლოკაცია შერჩეული არ არის, თუმცა დამატებითი ფილიალი რეგიონში იქნება. მანვე აღნიშნა, რომ გაფართოების ინვესტიცია დაახლოებით, 500 000 ლარამდე იქნება. 

"G-HOME-ის მაღაზიებში, სამი ბრენდის პროდუქციაა განთავსებული. მათ შორის, სახლის ტექსტილის - Ozdilek-ი, საყოფაცხოვრებო წვრილი ტექნიკის - Arzum-ი და ჭურჭლის - Korkmazi. პროდუქციის 70% სახლის ტექსტილს უჭირავს. ამჟამად 3 მაღაზია გვაქვს და გარდა ამისა, გვყავს 4 დილერი. ჯერ ახალი ბრენდია და ვფიქრობთ, რომ ბაზარზე მოთხოვნა ნელ-ნელა უფრო და უფრო გაჩნდება", - აცხადებს მეჰმედ მელექი. 

ცნობისთვის, შპს "ჯი-ჰოუმ ჯორჯია"  2023 წელს შეიქმნა და ბაზარზე G-HOME-ის ბრენდით ოპერირებს. კომპანია  საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდ BEKO-ს  დამფუძნებლებმა  დააფუძნეს. 

 

გამოგვყევით