logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ღვინის ექსპორტის მიმართულებით, ჯერ კიდევ მიბმული ვართ რუსულ ბაზარს" - შალვა ხეცურიანი

"უნდა გვესმოდეს, რომ ღვინის ექსპორტის მიმართულებით, ჩვენ ჯერ კიდევ მიბმული ვართ რუსულ და რუსულენოვან ბაზრებსამის შესახებ სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ შალვა ხეცურიანმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა. 

მისივე შეფასებით, საქართველო ნელ-ნელა უახლოვდება საოცნებო ბაზრებს, მათ შორის, აშშ-ის, დიდ ბრიტანეთს და იაპონიას.

"ჩვენთვის საოცნებო და თარგეთ ბაზრების რაოდენობა მათ შორის, სომელიების დამსახურებით ხდება, რომლებიც არამხოლოდ მასპინძლობის სფეროში არიან, არამედ წარმოადგენენ ჩვენს ღვინოებს უცხოეთში. ნელ-ნელა ვპოულობთ ჩვენს ადგილს, თუმცა დღეს ჩვენ ღვინის ისტორიით უფრო ცნობილი ვართ, ვიდრე ღვინოებით. ეს პროცესია, რომელსაც დრო სჭირდება. ვფიქრობ, რომ აშშ-ში, ბრიტანეთში, იაპონიაში და სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე ჩვენი კონტენტის გატანის მიმართულება უფრო გასაძლიერებელია", - აცხადებს შალვა ხეცუარიანი. 

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს - შალვა ხეცურიანის შეფასებით, წელს საქართველოს ყველა რაიონში საშუალოზე მაღალი ხარისხის ყურძნის მოსავალი იყო. მისივე ინფორმაციით, რაოდენობრივადაც, ყურძნის წლევანდელი მოსავალი წინა წელთან შედარებით, გაცილებით გაზრდილია. 

გამოგვყევით