logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

გიორგი პაპავა - "მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა წილი მცირდება"

„მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა წილი მცირდება.“- ამის შესახებ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტმა განაცხადა. გიორგი პაპავას განმარტებით, დასაქმების მიმართულება SME განვითარების სტრატეგიის ის ნაწილია, რომელშიც სამიზნე მაჩვენებელი მიღწეული არაა.

„SME განვითარების სტრატეგიას სამი მთავარი სამიზნე ინდიკატორი აქვს და ეს უკავშირდება მწარმოებლურობას, დამატებულ ღირებულებას და დასაქმებას. ამ სამიდან ორი - შესრულებულია, თუმცა დასაქმების კონტექსტში არ გვაქვს სამიზნე მაჩვენებელი მიღწეული. დასაქმების კუთხით კლებაა 2022 წელს. 2019 წელთან შედარებით მცირე და საშუალო ბიზნესს უფრო ნაკლები ადამიანი ჰყავს დასაქმებული, რაც საყურადღებოა პოლიტიკის განხორციელებისთვის.“-აღნიშნა გიორგი პაპავამ.

მისივე განმარტებით, „რეფორმეტრის“ მიერ განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ SME განვითარების სტრატეგიის  სამოქმედო გეგმების შესრულება დადებითი ტენდენციით ხასიათდება და გეგმის 50% უკვე შესრულებულია.

საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2021-2025 წლებისთვის 2021 წელს დამტკიცდა და შემუშავდა შესაბამისი სამოქმედო გეგმაც, რომლის მიზნადაც საშუალო მეწარმეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობაა განსაზღვრული. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ექსპორტის ზრდისა და ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა და საკანონმდებლო ჩარჩოს მრავალმხრივი დახვეწა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა, რომელთა გაუმჯობესებაც სტრატეგიის მიხედვით, SME სექტორის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია.

გამოგვყევით