logo
Loading data...

Gulf-ის დამფუძნებელი: ზომიერების, გამჭვირვალობის და კომპრომისის ნუ შეგვეშინდება

Gulf-ის დამფუძნებელი: ზომიერების, გამჭვირვალობის და კომპრომისის ნუ შეგვეშინდება

1714399303

Gulf-ის დამფუძნებელი ვანო ნაკაიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიციირებულ კანონპროექტთან და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Facebook-ის პირად გვერდზე  განცხადებას ავრცელებს. 

„მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების და იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დგას საქართველო, ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთობა და სტაბილურობა!

დღეს, როცა სამყარო შეუჩერებელ კონკურენციასა და ფასეულობათა ჭიდილში იმყოფება, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის მოვალეობაა ვემსახუროთ უზენაეს მიზანს - ერთიანობით ვიაროთ ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, გამთლიანების, კეთილდღეობის და ევროინტეგრაციის გზაზე.

ზომიერების, გამჭვირვალობის და კომპრომისის ნუ შეგვეშინდება - ამ სახის კონკურენციას მხოლოდ ერთი გამარჯვებული შეიძლება ჰყავდეს და მას საქართველო ჰქვია!“ - წერს ვანო ნაკაიძე.

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით