logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გურია ფიშ ფარმინგის" ნორვეგიული ორაგული აზერბაიჯანსა და ყაზახეთში გაიყიდება

"გურია ფიშ ფარმინგის" ნორვეგიული ორაგული აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, თებერვლიდან გაიყიდება, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ექსპორტზე პროდუქციის დაახლოებით, 40%-ის გატანას გეგმავს. 

გიორგი ჩხაიძის თქმით, "გურია ფიშ ფარმინგის" წლიური წარმადობა 500 ტონას აღემატება, რაც ამ ეტაპზე, სრულად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

"ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა დაახლოებით, 25%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება HoReCa სექტორთან თანამშრომლობას, აქამდე აღნიშნული სექტორისთვის ნორვეგიული ორაგულის მთელი წლის განმავლობაში მიწოდება ვერ ხდებოდა, თუმცა თებერვლიდან, სავარაუდოდ, მუდმივად შევძლებთ მომარაგებას. ამ ეტაპზე თევზის ასორტიმენტის ზრდას არ ვაპირებთ", - აცხადებს გიორგი ჩხაიძე.

შეგახსენებთ, კომპანია „გურია ფიშ ფარმინგი" გრიგოლეთში მდებარეობს. პროექტის ღირებულება 8,5 მლნ ლარია, საიდანაც 5 მლნ ლარი დაფინანსებულია პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში. პროექტი გათვლილია 5 წელზე და კომპანიის მენეჯმენტი ჯამში 200 მლნ ლარის ინვესტირებას გეგმავს. მეურნეობაში 18 ადამიანია დასაქმებული.

  

გამოგვყევით