პარფიუმერული კომპანია CI PARIS დირექტორი მაია პაპალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ თებერვლის ბოლოს კომპანია ფილიალს გორში გახსნის.
მისი განმარტებით, კომპანია რეგიონალურ განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
„გორში ეს პირველი ფილიალი იქნება. ჩვენ წარმოდგენილი ვართ - ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და თელავში. ქსელს ახლა უკვე გორიც შეემატება“, - განაცხადა მაია პაპალაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ICI PARIS ჯამში 20 ფილიალს ფლობს.
შპს „პრესტიჟი“ ბაზარზე „ICI PARIS სავაჭრო ნიშნით მოღვაწეობს, კომპანიის ძირითადი საქმიანობა კოსმეტიკური და პარფიუმერული პროდუქტით საცალო და საბითუმო ვაჭრობაა.
“ისი პარის“ მაღაზიებში 80-მდე პარფიუმერული სახელია წარმოდგენილი: Chanel , Hermes, Sisley, Shiseido, YSL, Lancome, Narciso Rodriguez, Dolce & Gabbana, Gucci, Chloe, Burberry, Bvlgari, Versace, J.P. Gaultier, I. Miyake, C. Klein, C. Herrera, Marc Jacobs, Cartier და სხვა.