logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კომპანია "შატილი" - შოკოლადის კარაქის წარმოებამ გაამართლა

„შოკოლადის კარაქის წარმოებამ გაამართლა“, - ასე აფასებს კომპანია „შატილის“ გაყიდვების მენეჯერი მალხაზ დათუკიშვილი შოკოლადის კარაქის წარმოების შედეგებს.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, გაყიდვები იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.

მალხაზ დათუკიშვილის თქმით, მომხმარებლის მხრიდან დადებითი უკუკავშირიდან გამომდინარე, საქართველოში წარმოებული შოკოლადის კარაქი უფრო და უფრო მეტ სავაჭრო ქსელში იქნება ხელმისაწვდომი. მანვე განმარტა, რომ ამჟამად შოკოლადის კარაქი "გუდვილის", "ორი ნაბიჯის", "ლიბრეს", "ფრესკოს" და "უნივერსამის" ქსელში იყიდება, ხოლო წლის განმავლობაში კომპანია უფრო მეტი ფილიალის ათვისებას გეგმავს.

კომპანია "შატილის"  მწარმოებელი საწარმო თბილისში, მოსკოვის გამზირზე მდებარეობს. კომპანია შოკოლადის კარაქის გარდა, დამატებით 2 სახეობის კარაქს (ნაღების კარაქი და სპრედი)  2001 წლიდან აწარმოებს. "შატილის" საწარმოში შოკოლადის კარაქის წარმოება 10-15 წლის წინაც ხდებოდა, თუმცა, გარკვეული პრობლემების შედეგად,მისი წარმოება შეწყდა. კომპანიამ აღნიშნული პროდუქტის წარმოება  გასული წლის ზაფხულში განაახლა. 

გამოგვყევით