logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კომპანიის გაყიდვები ყოველწლიურად ორმაგდება" - სათვალეების იმპორტიორი კომპანია Pink Glasses

კომპანიის გაყიდვები ყოველწლიურად ორმაგდება, - ამის შესახებ სათვალეების იმპორტიორი კომპანია Pink Glasses -ის თანადამფუძნებელმა ნათია გაჩეჩილაძემ  "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, Pink Glasses-ის მომხმარებლების დაახლოებით, 20% სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ემიგრანტები არიან. 

"ჩვენ გვაქვს როგორ ქალის, ისე მამაკაცის და საბავშვო ხაზის სათვალე. გარდა ამისა, მაღაზიაში წარმოდგენილია ნომრიანი მოდელები. ასევე, 1 თვეა დაგვემატა ფრანგული სუნამოები. ჩვენი პროდუქცია 100%-ით იმპორტირებულია. ყველა სათვალე პირველი ხარისხის რეპლიკებია და ძირითადად, იტალიიდან და ჩინეთიდან შემოგვაქვს, ხოლო სუნამო -  საფრანგეთიდან. 

მაღაზია, დაახლოებით, 1 კვირის წინ გავხსენით და ხალხის ნაკადი არ წყდება. ასევე, სოციალურ ქსელებში ძალიან დიდი მოთხოვნაა. ყოველდღიურად, დაახლოებით 300-400 შეტყობინება შემოგვდის. ჩვენ გვაქვს საკურიერო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით და ასევე, პროდუქციას საზღვარგარეთაც ვაგზავნით. 

მიმდინარე წელს სერვისების დახვეწას და განვითარებას ვგეგმავთ, ხოლო მომავალში ფილიალების დამატებაც განიხილება", - აცხადებს ნათია გაჩეჩილაძე.

ცნობისთვის, Pink Glasses ბაზარზე, დაახლოებით, 3 წლის წინ გამოჩნდა. კომპანია გვანცა მეგრელმა დააფუძნა. თავდაპირველად Pink Glasses ონლაინ მაღაზია ჰქონდა, ხოლო 2025 წლის იანვარში ბრენდული მაღაზია თბილისში გახსნა. 

"ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის წარმოადგენს სტრატეგიულ ეტაპს ორმხრივ ურთიერთობებში"

"ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის წარმოადგენს სტრატეგიულ ეტაპს ორმხრივ ურთიერთობებში"

გამოგვყევით