logo
Loading data...

"მარნეულის სასურსათო ქარხანა"  საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს

"მარნეულის სასურსათო ქარხანა"  საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს

1718267880

„მარნეულის სასურსათო ქარხანა”  საექსპორტო არეალის გაფართოებას გეგმავს. 

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ვანო ცუკილაშვილმა განუცხადა, ახალი ბაზრის ათვისება მოთხოვნის მიხედვით მოხდება. თუმცა, კომპანიას ახალი ქვეყნებიდან (პარტნიორებიდან)  საინეტერესო შეთავაზებები აქვს, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი საექსორტო არეალის წლის ბოლომდე გაფართოვდება.  ერთ-ერთი ახალი ქვეყანა შესაძლოა ავსტრალია იყოს, აზერბაიჯანში კი მოცულობების გაზრდა იგეგმება. 

ამ დროისთვის კომპანია პროდუქციას დაახლოებით 10 ქვეყანაში ყიდის, მათ შორის, აშშ-ში, იტალიაში, საბერძნეთში, კვიპროსში, უკრაინაში, გერმანიაში, აზერბაიჯანსა და  მოლდოვაში.

ცუკილაშვილის ინფორმაციით, წარმოებული პროდუქციის 90% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, დანარჩენი კი საექსპორტოა. როგორც „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დირექტორი აღნიშნავს, კომპანიის სარეალიზაციო მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია, ეს კი მისივე თქმით, წარმოებული პროდუქციის ხარისხიდან გამომდინარეობს.

ამჟამად საკონსერვო კომპანია დაახლოებით 60 დასახელების პროდუქციას (მწნილი, საწებელი, აჯიკა, ტომატის პასტა, ჯემი და მურაბა) უშვებს. ცუკილაშვილი განმარტავს, რომ  წელს  "მარნეულის სასურსათო ქარხანა" ახალი სახეობის დამატებას არ გეგმავს, თუმცა განიხილება უკვე არსებულს ახალი ფორმატით წარმოება და მომხმარებლისთვის ახალი ფორმით შეთავაზება. 

შეგახსენებთ, "მარნეულის სასურსათო ქარხანა" საქართველოში საკვების ყველაზე დიდი მწარმოებელი ქარხანაა.  კომპანია ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ქარხანა ქვემო ქართლში, თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარეობს. საწარმოში ამ ეტაპზე წლიურად, დაახლოებით 10 000 ტონა ნედლეულის გადამუშავებას ახდენენ.

დღესდღეობით მარნეულის სასურსათო ქარხანა ფლობს ევროპის ლიდერი კომპანიების დანადგარებს:  Fenco, Niko, FAM, PETEK, Krones AG, etc.

ნედლეულის ნაწილს ქარხანა  პარტნიორი კომპანია "მარნეული აგროსგან", ნაწილს კი 150-ზე მეტი ქართველი ფერმერისგან იბარებს

სოფო ქსოვრელი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით