logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Native Georgian ახალი საწარმოს მშენებლობას წელს დაიწყებს

დავარგებული ხორცპროდუქტების ადგილობრივი მწარმოებელი Native Georgian (ძველი სახელწოდება Native racha) ახალი საწარმოს მშენებლობას წელს დაიწყებს. როგორც კომპანიის კომპანიის დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი "ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ ეტაპზე საწარმოს ტერიტორიის მოძიების პროცესი მიმდინარეობს.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 2 მლნ. ლარი იქნება.

"ახალი საწარმოს აშენების პროექტს ვასრულებთ. ვაპირებთ ტერიტორიის შესყიდვას და პირველ რიგში, განვიხილავთ რაჭის რეგიონს. წელს დაიწყება მშენებლობა და 6 თვეში დავასრულებთ. თუ ხელი არაფერმა შეგვიშალა, მომავალი წლის გაზაფხულზე  წარმოებას ახალი ქარნიდან შევძლებთ.  ჩვენი ამჟამინდელი წარმადობა 2 ტონაა და ახალი წარმოების პირობებში ჩვენი წარმადობა 15 ტონამდე გაიზრდება. მოთხოვნა უკვე 2-ჯერ მეტია, ვიდრე ვაწარმოებთ", - აცხადებს ბაბლუანი.

გარდა ამისა, კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, ახალი საწარმოს ახსნის შემდეგ Native Georgian კიდევ ერთ ბრენდულ მაღაზიას გახსნის. ვასილ ბაბლუანი გაფართოების შემდეგ ასორტიმენტის გაზრდასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, Native Georgia-ს ამ ეტაპზე ერთი ბრენდული მაღაზია აქვს. გარდა ამისა, საწარმოს პროდუქციის შეძენა თითქმის ყველა ქსელურ მარკეტში და ასევე, "ბაზარი ორბელიანზეა" შესაძლებელი. გარდა ამისა, პროდუქციით მარაგდება სასტუმროები და რესტორნები.

გადაცემები

გამოგვყევით