logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: 2024 წელს ჩვენს მიერ განხორციელებული ლიმონათის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: 2024 წელს ჩვენს მიერ განხორციელებული ლიმონათის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა

1736328660

საქართველოდან ლიმონათის ექსპორტი იზრდება. როგორც „ეფ ეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტავს, გასულ წელს კომპანიის მიერ განხორციელებული ლიმონათის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა. 

„2024 წელს საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმდაახლოებით 60 მლნ ლიტრი შეადგინა. არსებულ ბაზრებზე მოხდა გაფართოება, მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ამერიკა და ა.შ,"- აღნიშნავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

მისივე თქმით,კომპანიის მიერ წარმოებული  ალკოჰოლური სასმელები  ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 22-23 მლნ ლიტრი იყიდება, ექსპორტზე კი გაორმაგებული რაოდენობა იგზავნება. 

როგორც ხუნძაკიშვილი აღნიშნავს, ექსპორტი ევროპაში, ბალტიის ქვეყნებში, მეზობელ ქვეყნებში, ამერიკაში, ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთსა  და სხვა ქვეყნებში ხორციელდება. მისივე ინფორმაციით, კომპანია არაალკოჰოლური სეგმენტის მიმართულებით, არსებულ ბაზრების შენარჩუნებასა და კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. 

გამოგვყევით