logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სამშენებლო ინდუსტრიაში საშუალო ხელფასი ₾3 000-დან იწყება" - შოთა ბერეკაშვილი

2020 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში,  სამშენებლო ინდუსტრიაში ხელფასები გაორმაგდა, - ამის შესახებ პარლამენტის  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური  პოლიტიკის კომიტეტის  თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა  “ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ინდუსტრიაში საშუალო ხელფასი 3000 ლარიდან იწყება, ხოლო წამყვანი სპეციალისტების ხელფასი 5000-6000 ლარს შეადგენს.

ეკონომიკაში პროცესები ინკლუზიურია. ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა პროფესიონალი კადრების დეფიციტია და აქ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი სამუშაო ძალის გადამზადება, რომ ისინი თანამედროვე ეკონომიკის ნაწილი გახდნენ.

მშენებლობის ინდუსტრიაში ძალიან საინტერესო პროცესებია. არის მოთხოვნა, მაგრამ არის მიწოდების პრობლემა, პროფესიონალი კადრების რაოდენობის პრობლემა და ჩვენი სექტორი ძალიან ბევრ უცხოელს იწვევს. კომპანიების 20-25% უცხოელები არიან დასაქმებულები, რადგან სპეციალისტების პრობლემაა”, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.

გამოგვყევით