საოფისე სივრცეების მიმართ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა და ეს ინტერესი დღითი დღე იზრდება, - ამის შესახებ კომპანია Cona Coworking-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა მალხაზ ჯოლოგუამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, Cona Coworking-ის მომხმარებლების უმეტესობა ძირითადად ფიზიკური პირები არიან.
"Cona Coworking არის საოფისე სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია იმუშაოს. ჩვენს მომხმარებლებს კომფორტული მუშაობისთვის ყველა პირობას ვუქმნით. სივრცეში არის კომფორტული ავეჯი, უფასო ჩაი და ყავა, "რესეფშენის" სერვისი, სწრაფი ინტერნეტი და მეგობრული ატმოსფერო. ჩვენს აბონემენტებს სადღეღამისო წვდომისთვის ინდივიდუალური პაროლები აქვთ. ამასთან, საერთო სივრცის გარდა, მომხმარებლებს შეხვედრებისთვის ცალკე ოთახებს ვთავაზობთ", - აცხადებს მალხაზ ჯოლოგუა.
კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა აღნიშნა, რომ ბაზარზე საკმაოდ მაღალი კონკურენციაა და მათი მიზანი ამ სფეროში მომსახურების უმაღლესი სტანდარტებს მიღწევა და დანერგვაა.
რაც შეეხება განვითარების გეგმებს - მალხაზ ჯოლოგუას განცხადებით, მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანია გაფართოებას გეგმავს.
ცნობისთვის, საოფისე სივრცე Cona Coworking ბაზარზე 2023 წელს გამოჩნდა და ამ ეტაპზე, თბილისში 2 ფილიალით არის წარმოდგენილი.