logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

შინაური ცხოველების საკვების ბრენდმა Competento შემეცნებითი პლატფორმა შექმნა

შინაური ცხოველების საკვების ქართულმა ბრენდმა Competento, რომელიც ბაზარზე პრემიუმ ხაზის პროდუქტით სულ რამდენიმე თვეა გამოჩნდა, შემეცნებითი პლატფორმა Competento.com შექმნა, რომელიც ნუტრიციოლოგტებისა და ვეტერინარების ჩართულობით, ადამიანებს კომპანიონ ცხოველებთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

Competento-ს ციფრული მარკეტერი, მარიამ ტიშჩენკო “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, რომ ქართულად, კატებისა და ძაღლების შესახებ თითქმის არ არსებობდა ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იყო კვებასთან, მოვლასთან და აყვანასთან.

“გადავწყვიტეთ შეგვექმნა ცოდნა, რომელსაც მომხმარებლები აქტიურად გამოიყენებდნენ. მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, მათ შორის იმის შესახებ, არის თუ არა მზად აიყვანოს კატა ან ძაღლი, ასევე მიიღოს ყველანაირი ინფორმაცია მათი მოვლის შესახებ. ეს ყველაფერი კი წარმოდგენiლია ქვიზების, ბლოგების, ვიდეოებისა და სხვადასხვა ჯიშების შესახებ ინფორმაციის ნაწილში.”- აცხადებს მარიამ ტიშჩენკო.

ამ ეტაპზე, ბრენდის მთავარი მიზანი ადგილობრივი ბაზრის ათვისებაა, თუმცა პარალელურად ახალ საექსპორტო ქვეყნებსაც ეძებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან.

ცნობისთვის, პროდუქტების შექმნაზე მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ზრუნავენ.  საწარმოს წარმადობა წელიწადში 25 000 ტონაა, ამ ეტაპზე კი თვეში მთლიანი წარმოების 500 ტონამდეა დატვირთული. 

გამოგვყევით