logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სკიჯმა" ახალი პროდუქტი - გრანულები შოკოლადით შექმნა

"სკიჯის" ახალი პროდუქტი - გრანულები შოკოლადით დაგვემატა. გეგმაში გვაქვს, რომ ეს მიმართულება  წარმოებაში ჩავუშვათ", - ამის შესახებ კომპანია „სკიჯის“ წარმომადგენელმა მაკო ცირეკიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროდუქტის შემადგენლობა არის 80% ჩირი და 20% შოკოლადი.

როგორც მაკო ცირეკიძე აღნიშნავს, კომპანიამ გრანულები საახალწლოდ გამოუშვა და პროდუქტმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

"აღნიშნული პროდუქტის შეძენა ხელმისაწვდომია ონლაინ, რადგან ჯერჯერობით ბაზარზე ისევ ონლაინ გაყიდვებით ვპოზიციონირებთ", - აღნიშნა მაკო ცირეკიძემ.

გარდა ამისა, "სკიჯის" წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანია ფიტნეს, საბავშვო და დიებეტური სახეობის წარმოებასაც გეგმავს.

"რაც შეეხება ფიტნეს, საბავშვო და დიაბეტურ სახეობას - სატესტო ვერსია გაკეთებულია, თუმცა საბოლოო სახე ჯერჯერობით არ აქვს მიღებული. ახლა აქტიური ჩირის შრობის პროცესი მიმდინარეობს და დაახლოებით, თებერვლის ბოლოს ეს პროცესი დასრულდება. შემდეგ უკვე გვაქვს ის პროცესი, როცა ჩირისგან მიღებულ ახალ პროდუქტზე უნდა ვიმუშაოთ და ალბათ, გაზაფხულზე რაღაცებს შევაჯერებთ და პროდუქციის საბოლოო სახეს მივიღებთ“, - განაცხადა მაკო ცირეკიძემ.

„სკიჯი“ ბაზარზე 2015 წლიდან გამოჩნდა. კომპანიამ წარმოება აწარმოე საქართველოს მიკროგრანტების პროგრამის დაფინანსებით დაიწყო. „სკიჯი“ გურიის რაიონ სოფელ ხიდისთავში მდებარეობს და ამ დროისთვის რამდენიმე დასახელების ჩირეულს აწარმოებს. 

გამოგვყევით