logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თამაზ გაიაშვილი რუსთაველზე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში კაზინოს გახსნას არ გეგმავს

ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი რუსთაველზე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში კაზინოს გახსნას არ გეგმავს. როგორც "ბიზნესპარტნიორს" კომპანია "მარილი 2020"-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე, დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები და სასტუმროს მშენებლობა 2028 წლის ბოლომდე არის დაგეგმილი.

მათივე ინფორმაციით, რომელი ბრენდის ქვეშ დაიწყებს სასტუმრო ოპერირებას ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოლაპარაკებები რამდენიმე უმსხვილეს ბრენდთან - მათ შორის, Four Seasons-თან, Mandarin-სთან და Sofitel Group-თან მიმდინარეობს.

"რუსთაველის 12-ში, ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებულია და პროექტის მიხედვით, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა ისტორიულ იერსახეს შეინარჩუნებს. ვინაიდან შენდება მაღალი კლასის სასტუმრო, კაზინოს გახსნა არ იგეგმება”, - აცხადებენ კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი სასტუმროს მშენებლობას, თბილისში, რუსთაველის 12-ში უკვე 16 წელია გეგმავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 80 მლნ აშშ დოლარი იქნება.

გამოგვყევით