logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ტრადიციული ღვინის წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ექსპერიმენტებიც საჭიროა" - "კონდოლის მარანი"

ქართულ მეღვინეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა აუცილებელია, - ამის შესახებ "კონდოლის მარნის" კომუნიკაციების მენეჯერმა ანი დურგლიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ღვინის წარმოებაში აუცილებელია ექსპერიმენტები, ახალი გემოების მიღება და ა.შ. როგორც ანი დურგლიშვილი აცხადებს, მაგალითად, "კონდოლის მარანი" აქამდე ტკბილ ღვინოებს აწარმოებდა, თუმცა მიმდინარე წელს მშრალი ღვინის წარმოების დაწყებას გეგმავს. კომუნიკაციების მენეჯერის განმარტებით, მშრალი ღვინის ექსპორტზე გატანა უფრო მარტივია. 

"კონდოლის მარანი" მცირე, საოჯახო ბიზნესია. ჩვენ ადგილწარმოშობის ღვინოებს ვაწარმოებთ. პროდუქციას "8000 მოსავალში” და “ღვინის ბაზარში” ვყიდდით, თუმცა დროებით, გარკვეული მიზეზების გამო, გაჩერებულები ვართ. მარაგები ამოწურული გვაქვს და ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წელს ღვინის წარმოებას ისევ დავიწყებთ.

ტრადიციული ღვინის წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ექსპერიმენტებიც საჭიროა. ძველ თაობას ყოველთვის უჭირს გარისკვა და ტრადიციული, ნაცადი მეთოდები ურჩევნია. არის სპეციალური კურსები, სადაც ღვინოსთან დაკავშირებით ცოდნის მიღება შეგიძლია. ადრე ეს ფუფუნება არ იყო.

არ უნდა დავკარგოთ ძველი ტრადიციები, მაგრამ სიახლეებიც უნდა მივიღოთ. ქართულმა ღვინომ ფეხი უნდა აუწყოს თანამედროვეობას და ამავდროულად უნიკალურობა შეინარჩუნოს", - აცხადებს ანი დურგლიშვილი.

ცნობისთვის, მცირე საოჯახო ბიზნესი "კონდოლის მარანი" სოფელ კონდოლში მდებარეობს და რამდენიმე დასახელების ქვევრის ღვინოს აწარმოებს. 

გამოგვყევით