logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

წლევანდელ სეზონზე 45%-იანი ზრდა გვაქვს დაგეგმილი - "პინგო"

წლევანდელი სეზონი ახლა დაიწყო და 45%-იანი ზრდა გვაქვს დაგეგმილი, - ამის შესახებ ნაყინის მწარმოებელი კომპანია "პინგოს" დირექტორმა გელა გელაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, კომპანია 2025 წელს განსახორციელებელ პროექტებში 3 მლნ. ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს.

"2023 წელთან შედარებით 2024 წელს კომპანიას 32%-იანი გაყიდვების ზრდა ჰქონდა. წელს ახალი დანადგარები დავამატეთ, ასევე სახეობებიც გავზარდეთ და შესაბამისად, ზრდის მოლოდინი გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პროდუქცია როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მარკეტებშია წარმოდგენილი. მიმდინარე წელს 7 სახეობა დავამატეთ.  2024 წელს 4 მლნ. ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ იმისთვის, რომ 2025 წელს ახალი ხაზებით წარმოება დაგვეწყო. 

გარდა ამისა, სამაცივრე მეურნეობის გადაიარაღებას ვგეგმავთ და კიდევ გვსურს, რამდენიმე ხაზის დამატება, მათ შორის, როგორც ჭიქის ნაყინის, ისე საოჯახო ნაყინის კუთხით. სამაცივრე მეურნეობის გარდა 2025 წლის განსახორციელებელ პროექტებში 3 მლნ. ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება", - აცხადებს გელა გელაშვილი. 

მანვე აღნიშნა, რომ კომპანია წლიურად 75080 ტონამდე რძის ფხვნილს ამუშავებს.

ცნობისთვის, ნაყინის მწარმოებელი კომპანია "პინგო" ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. კომპანიის საწარმო თბილისში, ლილოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. "პინგოს" 40-მდე დასახელების ნაყინის შეძენა როგორც ქსელურ, ისე არაქსელურ მარკეტებში არის შესაძლებელი.

გამოგვყევით