logo
Loading data...

"ვფიქრობ, 1 თვის განმავლობაში, სარესტორნო და ტურისტულ სფეროებზე მოთხოვნა ძალიან დიდი იქნება" - შოთა ბურჯანაძე

"ვფიქრობ, 1 თვის განმავლობაში, სარესტორნო და ტურისტულ სფეროებზე მოთხოვნა ძალიან დიდი იქნება" - შოთა ბურჯანაძე

1718359200

რესტორანი ‘’ნამდვილი“ დღეიდან ფეხბურთის გულშემატკივრებს აქტიურად უმასპინძლებს. 

რესტორნის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ  მომავალი 1 თვე  სარესტორნო ინდუსტრიისთვის და მათ შორის, "ნამდვილისთვის" ერთ-ერთი შემოსავლიანი უნდა იყოს. 

"რეალურად, იწყება საფეხბურთო ზეიმი და ჩვენც საფეხბურთო ქვეყნად შეიძლება ვიყოთ მიჩნეული,მოლოდინი ძალიან დიდია, დადებითია განწყობაც. ეს სარესტორნო  ბიზნესზე პირდაპირპროპორციულად აისახება. რა თქმა უნდა, ამას ემატება  უპრეცედენტო ფაქტი - საქართველოს მონაწილეობა ამ დიდ ზეიმში. ვფიქრობ, რომ  ამ 1 თვის განმავლობაში, მოთხოვნა სარესტორნო და ტურისტულ სფეროებზე ძალიან დიდი იქნება. თუმცა, იმასაც აქვს  მნიშვნელობა, თუ  როგორ მოემზადა ამისთვის რესტორანი. ყველა ობიექტი არ არის ამ კუთხით (ფეხბურთის საყურებლად) აღჭურვილი, ვგულისხმობ, არა ტექნიკურ აღჭურვას, არამედ გარემოს. შესაბამისად, ამ რესტერნებისთვის ეს პერიოდი ალბათ დიდად შემოსავლიანი ვერ იქნება, თუმცა, ზოგადი, დადებითი განწყობა იმოქმედებს. როდესაც დადებითია განწყობა, ადამიანებს უჩნდებათ სურვილი, უკეთეს გარემოში გაატარონ დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად,"-აცხადებს შოთა ბურჯანაძე. 

კითხვაზე, მოუწია თუ არა რესტორან "ნამდვილს" EURO 2024-ისთვის შესაბამისად მომზადება და რა ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა ამ მიმართულებით, ბურჯანაძე აცხადებს, რომ  "ნამდვილში"  ფეხბურთის საყურებელი გარემო და შესაბამისადი კუნძულები ყოველთვის იყო, თუმცა, მენეჯმენტის მხრიდან გარკვეული ინვესტიციის განხორციელება მაინც საჭირო გახდა. 

მისი ინფორმაციით, რესტორან "ნამდვილში"  დღეს  EURO 2024-ის გახსნის ცერემონიალის და პირველი მატჩის ტრანსლირება მოხდება.  მოთხოვნა არის, თუმცა, ისეთი არა, როგორც საქართველო-თურქეთის თამაშისთვისაა. 

"18 ივნისის მატჩისთვის ჯავშნები 1 კვირის წინაც გვქონდა, სივრცე სრულად დაჯავშნილი არ არის, რადგან ქართველებს ბოლო მომენტში გვიყვარს გადაწყვეტილებების მიღება,"-აღნიშნავს შოთა ბურჯანაძე. 

როგორც რესტორნის დამფუძნებელი აღნიშნავს, მომხმარებელს ტრადიციულად ,,ნატახტარის“ ლუდით მასპინძლობენ, რომელიც ‘’ნამდვილის“ პარტნიორი კომპანიაა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი დღეს იწყება.  გახსნის მატჩზე ერთმანეთს გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებები შეხვდებიან. რაც შეეხება საქართველოს, ეროვნული  ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ - თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი" - საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია.

სოფო ქსოვრელი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით