logo
Loading data...
მთავარი ქალთა ეკონომიკური გაძლიერება

სტატია

"ავტობუსის მძღოლების მომზადების უფასო კურსით უკვე 5 ქალი დაინტერესდა" - მარიამ ქობალია

ავტობუსის მძღოლების მომზადების უფასო კურსთან დაკავშირებით გუშინ გავაკეთეთ განაცხადი და უკვე 5 ქალი დაინტერესდა, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გენდერის და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში მარიამ ქობალიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სწავლება 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

„თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ტრანსპორტის სექტორში ქალების ჩართულობაზე, საქართველო ამ მხრივ გამორჩეული არ არის, რადგან სხვა ქვეყნებშიც მსგავსი სურათი გვაქვს. სექტორში ქალებს ვხვდებით, თუმცა უფრო მეტად ადმინისტრაციულ და დაბალანაზღაურებად პოზიციებზე და ნაკლებად გადაწყვეტილების მიმღებ, ან ტექნიკურ პოზიციებზე. აღნიშნული ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობას ზრდის. ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი არის ის, რომ ამ ტიპის პროფესიები და სექტორი აღიქმება უფრო მამაკაცების მიერ დომინირებად სექტორად და ქალებს უჭირთ შესვლა. ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ეს ასე არ არის და თუკი ქალებს აქვთ სურვილი, თუკი მათ დავეხმარებით და მივცემთ შესაძლებლობას, შეიძლება ნებისმიერ სექტორში იყვნენ ძალიან წარმატებულები.

ვიწყებთ ძალიან აქტიურ საინფორმაციო კამპანიას. ავტობუსის მძღოლების მომზადების უფასო პროგრამაში მონაწილეობისთვის ძალიან მარტივი პროცედურებია, ხოლო მოთხოვნები, რომელსაც დაინტერესებული ქალები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგია: უნდა იყოს მინიმუმ 24 წლის, უნდა ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა და  ინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ავტომობილის მართვის. სხვა დანარჩენს რაც სჭირდება D კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს პროგრამა უზრუნველყოფს. მუნიციპალიტეტების მერიის გვერდებზე განთავსებულია სააპლიკაციო ფორმები, რომლებსაც დაინტერესების შემთხვევაში შეავსებენ, შემდეგ იქნება გასაუბრება, პრაქტიკული დაკვირვება და შემდეგ დაიწყებენ კურსს, რომელიც  15 დღეს მოიცავს. საგამოცდო პროცესში მონაწილეობას იმის მიხედვით მიიღებენ თუ ვის როგორი უნარები ექნება. ჩვენ ვფიქრობთ,  6 სამიზნე მუნიციპალიტეტში 15 ქალის გადამზადებას ”, - აცხადებს მარიამ ქობალიამ.

გამოგვყევით