ქალი როდესაც ეკონომიკურად ძლიერია, მცირეა ალბათობა, რომ მასზე იძალადონ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საშუალო ხელფასის სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის საკმაოდ დიდია, რაც ნიშნავს იმას, რომ სტერეოტიპული მიდგომები ჯერ კიდევ არსებობს.
„პარლამენტის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე - პარლამენტი არის ერთის მხრივ კანონშემოქმედებითი, მეორეს მხრივ საზედამხედველო და წარმომადგენლობითი ფუნქციის. ვფიქრობ, რომ კანონშემოქმედებით ნაწილში სტამბოლის კონვენციის შეერთებიდან, რომ დავიწყოთ, სახელმწიფომ საკმაოდ ბევრი ვალდებულება აიღო იმისათვის, რომ უზრუნველყო როგორც ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ისე ქალთა მიმართ ძალადობისაკენ ბრძოლა.
გადასული ვართ უკვე აღსრულების ნაწილში და აღმასრულებლის საზედამხედველო ნაწილში. ვახდენთ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგს. ერთობლივად ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავაანალიზოთ სტატისტიკა. მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“ და „ინოვაციების სააგენტოში“ დაინერგა კონკრეტული ინსტრუმენტები როგორიც არის დამატებითი ქულების მინიჭება ქალი განმცხადებლებისთვის. ვნახულობთ არსებითად მოქმედებს თუ არა ის პოლიტიკის განცხადება, რაც დოკუმენტებში ჩავდეთ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.