logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

2025 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ₾283.3-მდე გაიზარდა - "საქსტატი"

2025 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი ₾283.3-მდე გაიზარდა - "საქსტატი"

1768462696

2025 წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 283.3 ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული წლის დეკემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 260.3 ლარი იყო. შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებელი 2025 წელს 23 ლარით, ანუ 8.8%-ით გაიზარდა. 

"საქსტატმა" ასევე, მეორე ტიპის საარსებო მინიმუმი გამოაქვეყნა, რომელიც საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმს მოიცავს. აღნიშნულმა მაჩვენებელმა მეთოდოლოგიის მიხედვით, 2025 წლის დეკემბერში 250.9 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2004 წლიდან "საქსტატი" საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

გამოგვყევით