logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"წელს დაიწყება 30-მდე ახალი სკოლის მშენებლობა, 70 სკოლის რეაბილიტაცია და დასრულდება 60 სკოლის მშენებლობა" - მინისტრი

“წელს დაიწყება 30-მდე ახალი სკოლის მშენებლობა, 70 სკოლის რეაბილიტაცია.  ასევე დასრულდება 60 სკოლის მშენებლობა” -ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, განათლების სამინისტროს მიერ მათთვის მოწოდებული ინფორმაციით, ქვეყანაში დაახლოებით 400-მდე სკოლაა, რომელსაც სჭირდება რეაბილიტაცია, ზოგ შემთხვევაში კი ახლის მშენებლობა იქნება საჭირო. 

“ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული თემაა. როცა საქმე ეხება ბავშვის განათლებას და როცა სკოლა დაიკეტა და სხვა სკოლაში დაჰყავს მშობელს, დიდი დისკომფორტი ექმნება ოჯახს. პრეტენზიები, გასაგებია. ჩვენ დავიწყეთ ტიპიური პროექტების შექმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ უკვე მზა პროექტები გვექნება, როცა მოთხოვნა შემოვა გარკვეულ დასახლებულ პუნქტში დავუშვათ, 800 ბავშვიანი სკოლის აშენებაზე. ჩვენ გვექნება მზა პროექტი, რომელსაც ერთ თვეში კონკრეტულ ლოკაციაზე  ადაპტაციას გავუკეთებთ. შედეგად, ძალიან დიდ დროს მოვიგებთ”,-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

გამოგვყევით