logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ცუდი ამინდების გამო, მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია" - აუზი Pool 53

ცუდი ამინდების გამო, წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია, - ამის შესახებ აუზი pool 53-ის დამფუძნებელმა ირინა ასკურავამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აუზის მომხმარებლები წინა წელს ძირითადად, უცხოელები იყვნენ - ახლა კი, მომხმარებელთა უმრავლესობა ქართველები არიან.

"ჩვენს აუზზე 80-მდე ადამიანის განთავსების საშუალება გვაქვს. მომხმარებლები ძირითადად, სრული პაკეტით სარგებლობდნენ - როგორც აუზით, ასევე ბარის სივრცით. ამჟამად, კარგ ამინდში, ძირითადად, შაბათ-კვირას გვსტუმრობენ. ადრე, აქტიურად იჯავშნებოდა, მათ შორის, ქორწილები და სხვა ტიპის ღონისძიებები, თუმცა სავარაუდოდ, ამინდის გამო აღნიშნულზე მოთხოვნაც შემცირებულია. 

ტენდენციებიდან გამომდინარე წელს გაფართოება ვერ მოვახერხეთ. გვაქვს იმედი, რომ ეს შეიცვლება და მომხმარებლების აქტივობა გაიზრდება.

რაც შეეხება ფასებს - თითქმის 5 წელია არ შეცვლილა და ყველასთვის მისაღები ფასები გვქონდა, თუმცა წელს მოგვიწია გაგვეზარდა, რადგან პერსონალის მომსახურება გაგვიძვირდა. შარშან თუ დღიური აბონემენტი 30 ლარი ღირდა ახლა 50 ლარი ღირს", - აცხადებს ირინა ასკურავა.

ცნობისთვის, აუზი pool 53 მცხეთის შესასვლელში, ცნობილი "სალობიეს" მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ობიექტს ერთდროულად დაახლოებით 80 ადამიანის მიღება შეუძლია.

გამოგვყევით