logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"დღეს თუ საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 4 800 მგვტ-ია, 10-წლიან პერსპექტივაში 11 500 მგვტ-მდე გაიზრდება"

"დღეს თუ საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 4 800 მგვტ-ია, 10-წლიან პერსპექტივაში 11 500 მგვტ-მდე გაიზრდება"

1781093939

ჩვენი რეფორმები ენერგეტიკის სფეროში არის ორიენტირებული ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე, განხორციელებული ფუნდამენტური რეფორმების შედეგად, დღეს თუ საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია არის 4 800 მგვტ, გაიზრდება 11 500 მგვტ-მდე, არც თუ ისე შორეულ, 10-წლიან პერსპექტივაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

„ჩვენი რეფორმები ენერგეტიკის სფეროში არის ორიენტირებული ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე. ძალიან ბევრი რამ იყო შესაცვლელი ენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკის სფეროშიც და თქვენ იცით, რომ განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა ამ სფეროში. შედეგად, ჩვენ ველოდებით იმას, რომ დღეს თუ საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია არის 4 800 მგვტ, გაიზრდება 11 500 მგვტ-მდე, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში, 10-წლიან პერსპექტივაში. რაც შეეხება გაზიფიკაციის საკითხებს, ეს საკითხები სათანადოდ არის მოწესრიგებული, კომუნალური სერვისები სათანადოდ არის მოწესრიგებული, ჩვენ ვმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად და რეფორმებსაც აქტიურად ვახორციელებთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

ეკონომიკა

გამოგვყევით