გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წელს 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 722.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 12%-ით აღემატება 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
მათივე ცნობით, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 646.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია.
2026 წლის 31 მაისის მონაცემებით, ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენს:
- სპირტიანი სასმელები (95.6 მლნ აშშ დოლარი)
- ყურძნის ნატურალური ღვინოები (93.3 მლნ აშშ დოლარი)
- მინერალური და მტკნარი წყლები (82.9 მლნ აშშ დოლარი)
- უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (79.7 მლნ აშშ დოლარი)
- კაკლოვანი ხილი (ძირითადად თხილი) (68.4 მლნ აშშ დოლარი)
- დაფნის ფოთოლი (16.5 მლნ აშშ დოლარი),
ხილისა და ბოსტნეულის წვენები (14.2 მლნ აშშ დოლარი) და სხვა.