logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

დავით სონღულაშვილმა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

დავით სონღულაშვილმა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

1781091545

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე ზეთისხილის ბაღის გაშენების ღონისძიებაში  მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია  II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო“ ინიციატივით  გაიმართა.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში ზეთისხილის ბაღის გაშენებაში მონაწილეობა. დავით სონღულაშვილმა ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელებისთვის.

მინისტრმა ასევე, ტაძრის ეზოში მდებარე დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯი დაათვალიერა და კოლეჯის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

ღონისძიების ფარგლებში, დავით სონღულაშვილმა, გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ, მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილმა და ღონისძიების მონაწილე სხვა საერო და სასულიერო პირებმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ზეთისხილის 150 ნერგი დარგეს.

ეკონომიკა

გამოგვყევით