logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სეს-მა კვების ობიექტ "სამიკიტნოს" საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა კვების ობიექტ "სამიკიტნოს" საწარმოო პროცესი შეუჩერა

1781094382

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ჭიათურაში კვების ობიექტი „სამიკიტნო” (მის: ჭიათურის რაიონი, სოფ. კალაური, ინდმეწარმე ლ. მ.) გეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას ობიექტზე დაფიქსირდა არაერთი კრიტიკული შეუსაბამობა: გამწოვი სისტემის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე  ცხოველის დაკვლა მიმდებარე ტერიტორიაზე.

გამოვლენილი დარღვევბის გამო, ბიზნესოპერატორი  დაჯარიმდა  და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა კანონმდებლობის და სურსათის უვნებლობის დადგენილი  მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.

ეკონომიკა

გამოგვყევით