logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჰუალინგ პლაზაში" პავილიონების ქირაობასთან დაკავშირებით რიგები დგას - ნოდარ ჯავახიშვილი

ფართებზე ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა მაღალია და შეიძლება ითქვას, რომ პავილიონების ქირაობასთან დაკავშირებით, რიგები დგას, - ამის შესახებ "ჰუალინგ პლაზას" (თბილისის ზღვის პლაზა) მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოდარ ჯავახიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სავაჭრო ცენტრის დააახლოებით 98%-ია  დატვირთული. 

"მსგავს პროდუქტს საქართველოში ბიზნესს ვერც ერთი სავაჭრო ცენტრი ვერ სთავაზობს, მათ შორის, უდიდეს პარკინგის ტერიტორიას და სხვა სერვისს. პლაზას ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალიან სწრაფად ვითარდება. ფაქტია, რომ მსგავსი ტიპის ლოკაციაზე მსგავსი ტიპი ობიექტი არ არის და გარდა ამისა, პლაზა მორგებულია ქართული ბაზრის მოთხოვნებს, რადგან ისეთ ტარიფებს და სერვისებს სთავაზობს ბიზნესს, რაც უკონკურენტოა", - აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ სამომავლოდ სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი კვების ობიექტების და სხვადასხვა სივრცის დამატება იგეგმება.

"ჩვენ აქტიურად ვაახლებთ ინფრასტრუქტურას და ვემზადებით იმისთვის, რომ სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები დავიმატოთ. შემდეგი წლიდან იგეგმება როგორც კვების ობიექტების, ისე სვა გასართობის სივრცეების დამატება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე პლაზაში არსებობს ბავშვთა გასართობი წრეები, მათ შორის, ცეკვა, ტანვარჯიში და სხვა. ამასთან, ჩვენთან ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია. შესაბამისად, პლაზას ამ კუთხით ძალიან მალე ექნება განვითარება", - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, Hualing Group-მა საქართველოში ინვესტიციის განხორციელება  2007 წლიდან დაიწყო და ამ დრომდე რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტი, მათ შორის, Hualing Plaza (თბილისის ზღვის პლაზა) განახორციელა. „თბილისის ზღვის პლაზას“ საერთო სამშენებლო ფართობი 160 000 მ2-ია. სავაჭრო ცენტრი ოფიციალურად 2017 წელს გაიხსნა.

გამოგვყევით