logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება დაიწყო

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება დაიწყო

1781165456

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად სამუშაოები დაიწყო.

აღნიშნული გზა ძლიერ დაზიანებულია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს. ვინაიდან რეაბილიტაციის განხორციელება ხანგრძლივ პროცედურებთან არის დაკავშირებული, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, სამუშაოები მიმდინარე მოვლა-შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში დაეწყო, რათა გზის განვლადობა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყოფილი იყოს.

პარალელურად, უკვე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები და უახლოეს პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობისა და სტეფანწმინდის მონაკვეთებზე სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.

გამოგვყევით