logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

1781184281

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე რეგისტრირებული ინდ. მეწარმის მეშვეობით, დაამზადეს და გაასაღეს 9 500 ლარის ღირებულების ხე-ტყის მასალის თითქოსდა მიწოდების ამსახველი ყალბი სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რის სანაცვლოდაც მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და აიღეს 1  500 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით  თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

გამოგვყევით