logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ბელგრადში გავეცანით Eagle Hills-ის მასშტაბურ ურბანულ პროექტს, რომელთანაც, პრეცედენტო, $6.6 მლრდ-ის საინვესტიციო ხელშეკრულება გავაფორმეთ"

"ბელგრადში გავეცანით Eagle Hills-ის მასშტაბურ ურბანულ პროექტს, რომელთანაც, პრეცედენტო, $6.6 მლრდ-ის საინვესტიციო ხელშეკრულება გავაფორმეთ"

1766473393

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა Eagle Hills - Belgrad Waterfront-ში უმასპინძლა.

Belgrade Waterfront-ი მასშტაბური ურბანული პროექტია, რომელიც სერბეთის მთავრობისა და კომპანია Eagle Hills Properties-ის პარტნიორობით ხორციელდება. პროექტი ქმნის ქალაქის ახალ ცენტრს და საერთაშორისო დანიშნულების ადგილს, რომელიც სასტუმრო და სავაჭრო სივრცეებს, საფეხმავლო ბულვარს, საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს მოიცავს. ბიზნესის 68%-ს Eagle Hills-ი ფლობს, ხოლო სერბეთის მთავრობა 32%-იანი წილის მფლობელია.

„გვქონდა შესაძლებლობა, სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის მასპინძლობით ბელგრადში დაგვეთვალიერებინა იმ კომპანიის მასშტაბური, ურბანული პროექტი, რომელთანაც, სახელმწიფო ინტერესების დაცვით, უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. Eagle Hills-გან მივიღებთ უპრეცედენტო,  6,6 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციას.  Eagle Hills-ის  სერბეთში მიმდინარე პროექტის საინვესტიციო მოცულობა ამ ეტაპისთვის 4 მილიარდი ევროა.

ძალიან ბევრი კომპონენტია, რომელიც თანხვედრაშია ქართულ პროექტთან, მათ შორის, აღსანიშნავია განთავსების ობიექტები, ისევე როგორც საცხოვრებელი, სავაჭრო, გასართობი და სარეკრეაციო სივრცეები.

რა თქმა უნდა, გვაინტერესებდა, თუ რა ეფექტი და გავლენა ჰქონდა ამ ინვესტიციას სერბეთის ეკონომიკაზე. მოვისმინეთ არაერთი დადებითი შეფასება, მათ შორის, დასაქმების ზრდის კუთხით  - დაახლოებით 25 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და დაახლოებით 9 მილიარდი ევროს ეფექტი ჰქონდა ამ ინვესტიციას სერბეთის ეკონომიკაზე“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრი გაეცნო როგორც უშუალოდ Belgrade Waterfront-ის პროექტს, ისე მისი განხორციელების ეტაპებს, ასევე, დაათვალიერა Belgrade Waterfront-ის შოურუმი და კომპანიის სათავო ოფისი, რომელიც ბელგრადის ცენტრში, 1907 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდებარეობს.

Eagle Hills-ის პროექტი მარიამ ქვრივიშვილმა დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა. ორი ქვეყნის მინისტრებს "Eagle Hills ბელგრადის“ გენერალურმა მენეჯერმა ზორანა ბურლიცმა უმასპინძლა.

ცნობისთვის,  Eagle Hills-ის პროექტი მოიაზრებს 850 ჰა-ს განვითარებას - შეიქმნება, როგორც ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე რეკრეაციული სივრცეები. ასევე, პროექტის ფარგლებში  2,4 მილიონ კვ/მ-ზე აშენდება 16 ათასამდე საცხოვრებელი ბინა,  სასტუმროების ნაწილში  გაჩნდება 1 500-მდე ნომერი,  კომერციული და სავაჭრო ოფისები და სხვა სახის კომერციული დანიშნულების ადგილები.

პროექტში $6.6 მლრდ-ის ინვესტირება განხორციელდება.

გამოგვყევით