logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"დღგ ბიუჯეტიდან, საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება, განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელსაც ადებენ დისტრიბუტორები და შესაბამისი სუპერმარკეტების ქსელები"

"დღგ ბიუჯეტიდან, საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება, განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელსაც ადებენ დისტრიბუტორები და შესაბამისი სუპერმარკეტების ქსელები"

1766676904

86 %-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ 18 %-იან დღგ-ზე, ეს, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ფასების მატების ერთ-ერთ მაპროვოცირებელ ფაქტორად ბიზნესის მხრიდან დღგ-ზე საუბარს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღგ ბიუჯეტიდან, საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება, განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელსაც ადებენ დისტრიბუტორები და შესაბამისი სუპერმარკეტების ქსელები.

„დღგ არის 18 % და ფასნამატი არის 86 %. თან ერთი რამეა გასათვალისწინებელი, რომ დღგ ბიუჯეტიდან, საბოლოო ჯამში, ისევ ხალხს ხმარდება, განსხვავებით იმ ფასნამატისგან, რომელსაც ადებენ დისტრიბუტორები და შესაბამისი სუპერმარკეტების ქსელები. ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. 86 %-იანი ფასნამატის პირობებში რომ საუბრობენ 18 %-იან დღგ-ზე, ეს, რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია,“- განაცხადა პრემიერმა.

გამოგვყევით