logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისი–ვენეცია–ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთებს ათამაშებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისი–ვენეცია–ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთებს ათამაშებს

1766496240

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისი–ვენეცია–ქუთაისის მიმართულებით 2 ავიაბილეთს ათამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციასა აეროპორტების გაერთიანება  ავრცელებს. 

"გათამაშება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე  Kutaisi_airport  მიმდინარეობს. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, მომხმარებელს  გამოწერილი ჰქონდეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი.

გათამაშების პირობების მიხედვით, 25 დეკემბერს, 14:00 საათზე, ინსტაგრამ გვერდზე  Kutaisi_airport,  დაიდება კითხვა. პოსტზე პირველი სწორი პასუხის ავტორი, მონიშნულ მეგობართან ერთად, 2026 წელს ვენეციაში სამოგზაუროდ გაემგზავრება.

გამარჯვებული  ქუთაისი–ვენეცია–ქუთაისის მიმართულებით ავიაბილეთებს ღია თარიღით მიიღებს. გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლიათ 18 წელს გადაცილებულ პირებს.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენეციის ახალი მიმართულება 2 დეკემბრიდან დაემატა. პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ სრულდება.

ახალი მიმართულების ამოქმედება კიდევ უფრო ზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ხელმისაწვდომობას და აძლიერებს საქართველოს საჰაერო კავშირებს ევროპასთან,"-ნათქვამია აეროპორტების გაერთიანების მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით