logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

Global Blue საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს - ეკონომიკის სამინისტრო

Global Blue საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს - ეკონომიკის სამინისტრო

1763535140

საერთაშორისო კომპანია Global Blue საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში Tax Free Shopping-ისა და გადახდის ტექნოლოგიების სფეროში.

სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო კომპანიის Global Blue - ს ვიცე-პრეზიდენტს ხალილ აჩკარს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმზე, სამოქალაქო ავიაციაზე, რითეილსა და სხვა მომიჯნავე სექტორებზე. აღინიშნა, რომ საქართველოში აქტიურად ინერგება სხვადასხვა ტურისტული პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში მეტი მსყიდველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,აღნიშნული გააძლიერებს საქართველოში ტურიზმის ეკონომიკურ ეფექტს, რადგან Tax Free სერვისების გლობალური სტანდარტები  ტურისტების დანახარჯებს ზრდის.

ასევე ხაზი გაესვა იმასაც, რომ Global Blue-ს საქართველოში ოპერირების დაწყება დადებითად იმოქმედებს რითეილის სექტორზეც - ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის ზრდას და ადგილობრივ ბაზარზე მეტი პრემიუმ ბრენდების შემოსვლას განაპირობებს, ასევე პოზიტიურად აისახება ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე.

შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

გამოგვყევით