2025 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია უძრავი ქონების სექტორში განხორციელდა და 91.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.2 პროცენტია. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი - 79.8 მლნ. აშშ დოლარით (15.0 პროცენტი), ხოლო მესამეს სექტორი - წყალმომარაგება; ნარჩენების მართვა - 71.5 მლნ. აშშ დოლარით (13.4 პროცენტი).
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 45.6 პროცენტი შეადგინა.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის III კვარტალში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის III კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 2-ჯერ მეტია. უწყების ცნობით, ზრდა განპირობებულია სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდით.