logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ლაშა ხუციშვილი: 2026 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება ₾3.113 მლრდ-მდე იზრდება

ლაშა ხუციშვილი: 2026 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება ₾3.113 მლრდ-მდე იზრდება

1765370880

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება, ჯამურად, 17 მილიონ ლარამდე იზრდება და  3 მილიარდ 113 მილიონ ლარს აჭარბებს.

  • საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით გამოყოფილია 123 მილიონ ლარზე მეტი და ჯამური დაფინანსება 1 მილიარდ 538 მილიონ ლარს აჭარბებს;
  • რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით, დამატებით გამოიყო 53 მილიონ ლარზე მეტი და მისი დაფინანსება 237 მილიონ ლარს აჭარბებს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია თბილისი-რუსთავის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობის დაწყება;
  • წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტებისთვის გამოყოფილია 305 მილიონ ლარამდე;
  • საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა იზრდება 44 მილიონ 500 ათასი ლარით და 667 მილიონ ლარს შეადგენს;
  • ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 150 მილიონი ლარი, ხოლო სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 205 მილიონი ლარი.

გამოგვყევით