logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ირაკლი კობახიძე BP-ის რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა - დეტალები

ირაკლი კობახიძე BP-ის რეგიონულ პრეზიდენტს შეხვდა - დეტალები

1756805996

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე BP-ის რეგიონულ პრეზიდენტს საქართველოში აზერბაიჯანსა და თურქეთში, გარი ჯონსს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო BP-სა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებულ  წარმატებულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ BP ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია და მნიშვნელოვანი სარგებელს მოაქვს საქართველოსთვის, მათ შორის, სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით და საზოგადოებრივ სფეროში საინვესტიციო პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე განიხილეს BP-ს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა, მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ნავთობისა და გაზის სამ დიდ სატრანზიტო მილსადენს, ასევე, ბაქო-სუფსის მილსადენისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობას.

ასევე აღინიშნა სამხრეთ კავკასიური მილსადენის პროექტის (SCP) როლი, რომლის საშუალებითაც ბუნებრივი აირი შაჰ დენიზის საბადოდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ბაზრებს მიეწოდება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას, ასევე BP-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის შემდგომი განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალს.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

გამოგვყევით