logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ირაკლი კობახიძე: ტურიზმსა და ავიაციაში მუდმივად მზარდი მაჩვენებლები გვაქვს

ირაკლი კობახიძე: ტურიზმსა და ავიაციაში მუდმივად მზარდი მაჩვენებლები გვაქვს

1794815917

ტურიზმისა და ავიაციის სფეროში გვაქვს მუდმივად მზარდი მაჩვენებლები, გვაქვს ვიზიტორების კუთხით ძალიან დადებითი, მუდმივი მზარდი სტატისტიკა, ახალი ავიარეისები, ახალი მიმართულებები და ა.შ. ამაზე მუდმივად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე - „ბიზნესგარემო საქართველოში, დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისივე თქმით, დაიხვეწა ქონების მართვის პრაქტიკა, პრივატიზაციის პრაქტიკა, მთლიანად აღიკვეთა პირდაპირი წესით ქონების პრივატიზაციის პრაქტიკა, რაც კორუფციის პოტენციური წყაროც იყო და ამცირებდა სახელმწიფოს ბიუჯეტის შემოსავლებს.

„ახლა მთლიანად ჩაკეტილია ეს პრაქტიკა, შესაბამისად, ამის შედეგიც არის ის, რომ ჩვენი პრივატიზაციის გეგმა გასული ორი წლის განმავლობაში გადაჭარბებით სრულდება. საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხით, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი რამ კეთდება. ყველა მიმართულებით გვაქვს ახალი ინიციატივები, ამისათვის მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, მადლობა ასევე ფინანსთა მინისტრს ბატონ ლაშა ხუციშვილს. ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ფისკალური დისციპლინა, ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და ზოგადად წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, ამაში ფინანსთა მინისტრის როლი არის განსაკუთრებული და მადლობა მას ამისათვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოგვყევით