logo
Loading data...

ირაკლი ლექვინაძე: 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე მომხმარებლებმა ₾500 000-ზე მეტი პირდაპირი სარგებელი მიიღეს

ირაკლი ლექვინაძე: 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე მომხმარებლებმა ₾500 000-ზე მეტი პირდაპირი სარგებელი მიიღეს

1712053860

2022 წლის ნოემბრიდან დღემდე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 500 000 ლარზე მეტი პირდაპირი სარგებელი მიიღეს მომხმარებლებმა, როდესაც შეთანხმება მოხდა ჩვენი ჩართულობით, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მომხმარებლების მხრიდან აქტიურობა კონკურენციის საააგენტოში გაზრდილია.

მანვე აღნიშნა, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანია ინფორმირებული თუ რა უფლებებით არიან აღჭურვილები როგორც მომხმარებლები.

მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონმდებლობა ძალიან კარგად არის დაბალანსებული.საქმის შესწავლის პროცესში ის უშვებს პირობით შეთანხმებას.

ჩვენს მიერ მთლიანობაში დაწერილია  50 000 ლარამდე ჯარიმა - ძირითადად მცირე მოვაჭრეების მიმართ, რომლებიც ძირითადად ინტერნეტით ვაჭრობენ. ასეთ შემთხვევაში, რატომღაც დარღვევის აღმოფხვრაზე არ არიან ორიენტირებულნი. შესაბამისად,  გვიწევს მათი დაჯარიმება. რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს  - ძირითადად ეს არის საცალო-საბითუმო, ტანსაცმლითა და ტექნიკით ვაჭრობა. ონლაინ ვაჭრობის შემთხვევა ბევრად უფრო მეტია და მთლიანი "ქეისების" 70%-ს შეადგენს. მსხვილი კომპანიები ძალიან კარგად თანამშრომლობენ სააგენტოსთან და ჩვენი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ძირითადი მათთან არსებული საკითხები იწურება პირობითი  ვალდებულების ხელშეკრულებით“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით