logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე" - ლევან ჟორჟოლიანი

"კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე" - ლევან ჟორჟოლიანი

1769166780

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეხვდა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს, გამოითქვა მზაობა აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით, -  ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 ლევან ჟორჟოლიანის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე და  გაიცვალა მოსაზრებები ამ მიმართულებით. 

„სასურსათო ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც კომისია შეხვდა სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს. გამოითქვა მზაობა აქტიურ მუშაობასთან დაკავშირებით. ასევე, განვიხილეთ ფასნამატის წარმოქმნის ლოგიკა,  ფასწარმოქმნის ჯაჭვი საზღვრიდან დახლამდე. გაიცვალა მოსაზრებები ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ როგორც წინა შემთხვევაში ქსელურ მარკეტებთან, ისე დისტრიბუციის შემთხვევაში, კომპანიები გამოხატავენ აბსოლუტურ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ ვიმუშაოთ ფასების შემცირებაზე“, -  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია საკოორდინაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.

ამასთან, 21 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

გამოგვყევით