2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 59.4 პროცენტით არის გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი
უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების
სეგმენტებს.
2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.3 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.1 პროცენტი). 2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 3.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 2.5 პროცენტით.
თბილისის უბნების მიხედვით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში 1მ2-ის მედიანური ღირებულება შემდეგნაირად გადანაწილდა:
- მთაწმინდა – 6 738 ლარი;
- ვაკე – 5 874 ლარი;
- ჩუღურეთი – 4 353 ლარი;
- საბურთალო – 4 313 ლარი;
- კრწანისი – 4 181ლარი;
- დიდუბე – 4 054 ლარი;
- ნაძალადევი – 3 978 ლარი;
- ისანი – 3 854 ლარი;
- გლდანი – 3 731 ლარი;
- სამგორი – 3 549 ლარი.
კერძო სახლების სეგმენტის შემთხვევაში, ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება უბნების მიხედვით არის:
- მთაწმინდა – 4 594 ლარი;
- ვაკე – 4 311 ლარი;
- საბურთალო – 3 504 ლარი;
- დიდუბე – 3 369 ლარი;
- სამგორი – 3 121 ლარი;
- ისანი – 3 110 ლარი;
- ჩუღურეთი – 3 088 ლარი;
- გლდანი – 2 985 ლარი;
- კრწანისი - 2 830 ლარი;
- ნაძალადევი - 2 660 ლარი.
