logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, წყლის რესურსების მართვის საკითხებზე, მსოფლიო ბანკის და ბრიტანული კომპანიის ექსპერტებს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, წყლის რესურსების მართვის საკითხებზე, მსოფლიო ბანკის და ბრიტანული კომპანიის ექსპერტებს შეხვდა

1769157411

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური მსოფლიო ბანკის და წყლის რესურსების მართვის  სფეროში ბრიტანულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის HR Wallingford ექსპერტებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

შეხვედრა „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL)  ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა „წყლის რესურსების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და მეთოდოლოგიების შემუშავების საკითხები განიხილეს. აღნიშნული აქტივობის განხორციელება პროექტის ახალი კომპონენტის ფარგლებში იგეგმება.

კანონქვემდებარე აქტებისა და მეთოდოლოგიების შემუშავების მიზანი წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბება, საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივასთან დაახლოებაა.

შეხვედრას სააგენტოს უფროსის მოადგილეები ირაკლი მეგრელიძე და თამარ შარაშიძე, სააგენტოს დარგობრივი დეპარტამენტების, ასევე, სამინისტროს გარემოსა და კლიმატის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოგვყევით