logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Picot-ის იმპორტიორი სავალდებულო ინფორმირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ Picot-ის იმპორტიორი სავალდებულო ინფორმირების წესის დარღვევისთვის დააჯარიმა

1769166358

ფრანგულმა მწარმოებელმა  „ლაქტალის ნუტრიშენ სანტე“ (LNS), Picot-ის ბავშვთა კვების  რძის პროდუქტების რამდენიმე  პარტიაში  ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმის მიუხედავად, რომ  არცერთ ქვეყანში ამ პროდუქტის მიღების შედეგად რაიმე სახის გართულების ფაქტი არ დაფიქსირებულა. 

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტიორი კომპანია „უნო გრუპი“ შეამოწმეს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორი სურსათის გამოთხოვის და  მიღებული ზომების შესახებ სააგენტოსთვის სავალდებულო წერილობითი შეტყობინების  თავის არიდებისთვის დაჯარიმდა.

"ამ დროისთვის  იდენტიფიცირებულია კონკრეტული პარტიები, რომელებიც ექვემდებარება ბაზრიდან გამოთხოვას: Picot 1 400G – 8000003312; Picot 1 800G  -8000003297; Picot 2  800G -8000003280.  ბაზრიდან გამოთხოვის პროცესს, სააგენტოს ზედამხედველობით,  ბიზნესოპერატორი ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს. 

სურსათის ეროვნული სააგენტო  მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში, თუ უკვე შეძენილი აქვს  პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს.

ბაზრიდან გამოთხოვა ხდება  მხოლოდ  მოცემული  პარტიების პროდუქციის. ბაზრიდან გამოთხოვის მოთხოვნა

არ ვრცელდება სხვა პარტიებსა და ბავშვთა კვების სხვა პროდუქტებზე, რომლებიც ბაზარზე Picot-ის სახელწოდებით არის წარმოდგენილი",- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით